ტოპმიოლერი კამერუნის ნაკრებში?

AutoSharing Option


კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია ლოთარ მათეუსთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდა და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენ ფეხბურთელს ბოლო უარი სტკიცეს. სამაგიეროდ, კამერუნელები ახლა საკმაოდ პოზიტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვა გერმანელ სპეციალისტთან – კერძოდ, საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელ კლაუს ტოპმიოლერთან. გერმანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, „ტოპის“ ძალიან კარგი შანსი აქვს.
„დიახ, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და სხვა წარმომადგენლებს შევხვდი და მათთან უაღრესად პოზიტიური საუბარი მქონდა. ვფიქრობ, კამერუნელებს ჩემი კონცეფცია ძალიან მოეწონათ,“ - უთხრა ტოპმიოლერმა „კიკერს“. „ტოპი“ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ

ია მოჰამედს ოთხშაბათს, პარიზში შეხვდა.

როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, კამერუნის ნაკრების მწვრთნელმა პოლ ლე გენმა თანამდებობა დატოვა და მას მერე, ამ პოსტზე ფავორიტად მათეუსი მიიჩნეოდა. „კიკერი“ წერს, რომ კამერუნელებმა ლოთარს უარი ამ კვირის დასაწყისში შეუთვალეს. კამერუნის ნაკრებს უახლოესი შეხვედრა 11 აგვისტოს, პოლონეთში აქვს დაგეგმილი და საქმე იქითკენ მიდის, რომ ტოპმიოლერის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული