გერმანიაში ღელავენ: მარიო გიოტცემ ავადმყოფობის გამო, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, მარიო გიოტცეს ტრავმა არც ისე სახუმაროა და თანაც, საქმე მთლად "ტრავმასთან" არ გვაქვს.

სამწუხაროდ, 24 წლის გერმანელს მეტაბოლიზმის, ნივთიერებათა ცვლის პრობლემები აქვს და სერიოზულ კვლევებს საჭიროებს. "დორტმუნდის" შემტევი ოპტიმისტურ განწყობაზეა, ექიმები კი კვლევების შედეგებს ელიან.

გიოტცეს გაუთავებელ ტრავმიანობას მოჰყვა ის, რომ მისი ორგანიზმი ყოველმხრივ გააშუქეს, უამრავი ანალიზი ჩაუტარეს და მედიკოსები ამ დიაგნოზამდე მივიდნენ.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენი ხანი მოუწევს მას უქმობა. უკიდურეს შემთხვევაში, მარიოს შესაძლოა, კარიერის დასრულებაც კი მოუხდეს, მაგრამ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ასე არ იქნება.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული