გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მშობლიურ ჰამბურგში ავტოავარიაში მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ, მსუბუქი ტრავმებით გადარჩა. მანქანას უვე ზეელერის მძღოლი მართავდა, თავად ზეელერი კი მის გვერდით იჯდა. მათი "მერსედესი" სხვა ავტომობილს შეეჯახა და გზის დამცავ ბარიერს მიენარცხა. ორივე მათგან უსაფრთხოების ბალიშებმა იხსნა, ავტომობილი კი გადასაგდებია.
ზეელერი და მისი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს და შინ სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაწერენ. ისიც ცნობილია, რომ ზეელერის "მერსედესს" აღმოსავლეთევროპელი ტურისტებით სავსე მანქანა შეეჯახა, რომლის მძღოლიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ზეელერი, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა "ჰამბურგში" გაატარა, 73 წლისაა.