ინგლისელ სპეციალისტს თავიდან სამი ხედირას შეძენა სურდა, მაგრამ როცა შეატყო, რომ "შტუტგარტისა" და გერმანიის ნაკრების შუახაზელის ხელში ჩაგდების შანსი არ ჰქონდა, მთელი ძალისხმევა ტიმოშჩუკისკენ მიმართა.
"ვოლფსბურგი" მზადაა, უკრაინელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, "ბაიერნის" თავკაცმა ლუის ვან გაალმა ტიმოშჩუკს, რომელმაც მიუნხენელთა რიგებში ჩატარებული ერთი სეზონის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო, ახალი კლუბის მოძებნა ურჩია.