წაიკითხეთ ინტერვიუ "ლელოს" პარასკევის ნომერში
21:59 29-07-2010
რაული: მოურინიო არ მიშვებდა!
AutoSharing Option
რაულ გონსალეს ბლანკოს "შალკეს" რიგებში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ის გელზენკირხენული პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელია. ამაში გასაკვირი არაფერია: რაული ხომ უმაღლესი რანგის სუპერვარსკვლავია, რომელიც "შალკეში" მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. რამდენიმე თვის წინაც კი შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ რაული მადრიდულ გრანდს დატოვებდა - მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში უმეტესად სათადარიგოთა სკამს ახეხინებდნენ. "რეალს" რაული არ მოუშორებია, გონსალეს ბლანკომ თვითონ მოისურვა "სამეფო გუნდის" დატოვება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 33 წლისაა, ძველებურად მონდომებულია და ვერ ეგუება იმ
ფაქტს, რომ სკამზე იჯდეს. რაულს თამაში უნდა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მან "რეალი" დატოვა. გუშინ, "შალკეს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელის რანგში რაულის პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა...
წაიკითხეთ ინტერვიუ "ლელოს" პარასკევის ნომერში
წაიკითხეთ ინტერვიუ "ლელოს" პარასკევის ნომერში
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დადეთ რა ინტერვიუ. ამ დროს მაინც ვეღარ ვშოულობ ხოლმე ლელოს... ჩემთან 12 ან1 საათის მერე აღარ არის ხოლმე უკვე...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული