დიდი შანსია, რომ მომავალი სეზონი რაულის კარიერაში უკანასკნელი გამოდგეს - გონსალეს ბლანკოს ლევან ყენიას კლუბთან კონტრაქტი სწორედ ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. რაულის მრჩეველმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს დაუდასტურა: „არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი. რაული ან მომავალი სეზონის ბოლოს დაასრულებს კარიერას, ანაც „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და გელზენკირხენში დარჩება!“
„ფაქტი ერთია: აქტიურ სპორტულ კარიერას „შალკეში“ დავასრულებ. ჯერ არ ვიცი, როდის ჩამოვკიდებ ბუცებს ლურსმანზე. შესაძლოა, ეს გაისად
შარშან, სანამ რაული „შალკეში“ გადავიდოდა, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ გელზენკირხენელთა მაშინდელმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა 33 წლის ესპანელი დაარწმუნა, რომ მისთვის „შალკეში“ გადასვლა ჯობდა. რაული გელზენკირხენში სწორედ მაგათმა ჩაიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფელიქსი „შალკეში“ აღარ მუშაობს, ესპანელი გელზენკირხენში რჩება.
წამსვლელთა გრძელი სია
რაული რჩება, სხვები კი მიდიან: ფელიქს მაგათმა „შალკეს“ ახალ მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს საკმაოდ დიდი შემადგენლობა დაუტოვა, გელზენკირხენელთა ახალ თავკაც რალფ რანგნიკს კი ამდენი ფეხბურთელი არ სჭირდება. ამ ეტაპზე „შალკე“ უკვე დატოვა ექვსმა ფეხბურთელმა, გუნდს ჰყავს სამი ახალწვეული, ოთხი ფეხბურთელი კი განათხოვრებული იყო და ოთხივე დაბრუნდა. რანგნიკის განკარგულებაში დღეს სულ 33 ფეხბურთელია, „პროფესორ რალფს“ კი განაცხადში 25-ზე მეტი მოთამაშე არ სჭირდება. შესაბამისად, რანგნიკი არაერთი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.
გასხვისების მთავარი კანდიდატები არიან: 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი, რომელიც „ბლექბერნში“ იყო განათხოვრებული, 24 წლის გამთამაშებელი ხოსე მანუელ ხურადო და 24 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ ბაუმიოჰანი. ჯონსის ხელფასი წელიწადში 4 მილიონ ევროს შეადგენს, რაც რანგნიკის აზრით მეტისმეტია, 13 მილიონად ნაყიდმა ხურადომ იმედები კი გაამართლა, მაგრამ არა ისე, რომ ასეთ ფასს შეესაბამებოდეს, ბაუმიოჰანის იმედი კი რანგნიკს საერთოდ აღარ აქვს.
ამ ფეხბურთელებთან ერთად, „შალკე“ სიამოვნებით შეელევა 30 წლის ნიკოლა პლესტანს, 22 წლის ლუკას შმიტცს, რომელსაც „ვერდერში“ ეპატიჟებიან, 21 წლის კრისტოფ მორიტცს, 24 წლის ენტონი ანანს, 24 წლის ხუნმინ ჰაოსა და 29 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ედუს. გარდა იმისა, რომ რანგნიკს ამდენი ფეხბურთელი არ ეპიტნავება, „შალკემ“ სახელფასო ფონდიც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, რაც ამჟამად წელიწადში 70 მილიონ ევროს შეადგენს. რაკი გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გელზენკირხენელები ვალდებულები არიან, ეკონომიაზე იფიქრონ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"