რიბერი დაშავდა და გადარჩა

AutoSharing Option
გუშინ დილას „ბაიერნის“ ქომაგებისთვის ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა - რეკორდმაისტერის ფრანგმა გარემარბმა ფრანკ რიბერიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მზადების გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მიუნხენური კლუბის ფანები საღამომდე ნერვიულობდნენ, ნაშუადღევს კი, „ბაიერნის“ მთავარმა ექიმმა დოქტორმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა 28 წლის ნახევარმცველს ისეთი დიაგნოზი დაუსვა, რომ „ზებენერშტრასეზე“ ყველამ შვებით ამოისუნთქა.

რიბერი ვარჯიშს სავარაუდოდ კვირის ბოლოს განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერს არც გერმანიის თასის პირველ ეტაპზე (პირველ აგვისტოს, „ბრაუნშვაიგთან“ მატჩში) დააკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული