მარკო მარტო შტროზე ფიქრობს

AutoSharing Option
იმ დროს, როცა ბრემენის „ვერდერის“ ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, მარკო არნაუტოვიჩი აზრზე მოვიდა და მომავალ სეზონში ისე მოიქცევა, როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეეფერებაო, ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაულ შარნერი ფიქრობს, რომ ერთ დროს უნიჭიერეს ფორვარდად შერაცხული ფეხბურთელის გამოსწორება არ იქნება.

„მარკოს შესახებ ახალი და კარგი რა უნდა ვთქვა? ეგ მარტო სასმელზე ფიქრობს. ფეხბურთელი ყოველდღე შტროს სვამდეს, სადმე გაგიათ? პირადად მე მისი გამოსწორების იმედი აღარ მაქვს, რადგან არცისე პატარა ბიჭია, რომ ვინმემ აზრი შეაცვლევინოს.

დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყოს,
მაგრამ საამისოდ არაფერს აკეთებს და ყოველდღე ლოთობით კი დიდი ფეხბურთელი ვერ გამოხვალ. არადა, არნაუტოვიჩი მართლაც ძალიან ნიჭიერია. თავში რომ არ უქროდეს, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში მასზე უკეთესი თავდამსხმელი არ იარსებებდა“, - განუცხადა შარნერმა გაზეთ „კრონეს“.

არადა, „ვერდერის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა რამდენიმე დღის წინ არნაუტოვიჩი შეაქო და თქვა, პროგრესი აშკარად ეტყობა, მარკო გამოსწორების გზას დაადგაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული