ინციდენტი გერმანიაში

AutoSharing Option
“ჰამბურგერ აბენდბლატის” ცნობით, “ჰამბურგი”-“ჰერტას” მატჩის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი დროით 19:00 წუთზე ამ კლუბების ფანებმა რკინიგზის სადგურ კიონიგშტარესეზე მასობრივი ჩხუბი გააჩაღეს.

სადგურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩხუბს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი რომ არ შეეძინა, მატარებლების მოძრაობა შეეწყვიტა. ერთ-ერთი მატარებელი, სადაც 600-მდე მგზავრი იყო, გვირაბში გაჩერდა. პაუზა თითქმის 30 წუთს გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ვაგონებში შუქი ჩაქრა, გამოირთო
კონდიციონერი, ყოველივემ კი მასობრივი პანიკა გამოიწვია. სტადიონიდან გამოსულმა რამდენიმე მთვრალმა გულშემატკივარმა მატარებლებში ფანჯრების ჩალეწვა სცადა.

ამავე ინფორმაციას ეხმაურება “შპიგელი”, ვინც წერს, რომ მას შემდეგ, რაც
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მოქალაქე აშკარად ცუდად გრძნობდა თავს. მათ შორის ორი, 24 და 26 წლის მამაკაცები, სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ გულის უკმარისობა აღენიშნებოდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული