“ბაიერნი” ნელ-ნელა შედის სათამაშო რიტმში, რაც რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიზე “ციურიხთან” მეორე ტაიმში დაამტკიცა. ერთადერთი ტრავმირებული, რომელიც მიუნხენელებს არ ეყოლებათ, ბრენოა, მაგრამ ცოტა უცნაურია, რომ რეკორდმაისტერის ფანებს მისი თამაშის უფრო ეშინიათ, ვიდრე - უთამაშებლობის.
“ჰამბურგმა” სეზონი საშინლად დაიწყო. მიხაელ იონინგი იმითაც კი ვერ იმართლებს თავს, რომ მის გუნდს პაოლო
ბრუნო ლაბადიას “შტუტგარტმა” სეზონი ყინჩად დაიწყო. 2 ტურში 4 ქულა მშვენიერი შედეგია. ვიცე-ჩემპიონებთან შვაბებს მატიე დელპიერი, გეორგ ნიდერმაიერი და იოჰან ოუდელი არ ეყოლებათ. მასპინძლებისგან განსხვავებით ცუდად დაიწყო სეზონი “ლევერკუზენმა”, რომელმაც უკვე მოასწრო გერმანიის თასიდან გამოვარდნა. ჩემპიონატში სიტუაციას კიდევ არა უშავს. დუტს ადლერი, ბარნეტა და ოჩიპკა დააკლდება.
ჩემპიონებმა ბუნდესლიგა ჰამბურგთან “ფეიერვერებით” დაიწყეს, თუმცა მეორე ტურში “ჰოფენჰაიმთან” ფეხი დაუცდათ. საუკეთესოდ შეთამაშებულმა გუნდმა მეტოქის დაცვას გასაღები ვერაფრით მოარგო. იურგენ კლოპს ტრავმირებული ჰყავს ბარიოსი, ოვომოიელა და კოხი. სტუმრებს “სიგნალ იდუნა პარკზე” მაინცდამაინც დიდი შანსი არა აქვთ, მით უფრო, რომ ძირითადი მეკარე რაფაელ შეფერი და დაცვის ლიდერი მაიკ ფრანცი არ იქნებიან. რურის მკვიდრებს შარშანდელი დაპირისპირება ტკბილად ახსენდებათ - სწორედ “ნიურნბერგთან” 2:0-ის შემდეგ გახდნენ ისინი ოფიციალურად გერმანიის ჩემპიონები.
თომას შააფის “ვერდერს” მშვენიერი შანსი აქვს 3 ქულის ასაღებად, რადგან “ფრაიბურგი” რობინ დუტის გარეშე ნამდვილად აღარ ჰგავს შარშანდელ შეკრულ გუნდს. “მუსიკოსები” სილვესტრის, ბიონიშისა და ბოროვსკის გარეშე გავლენ ფონს. ბრაისგაუელებს კი იან როზენტალი და ჰაიკო ბუტჩერი არ ეყოლებათ.
აუგსბურგელები ჯერჯერობით ჩაკეტილ წრეზე მოძრაობენ - ორჯერვე ფრედ ითამაშეს. საინტერესო მათ თამაშში ჯერჯერობით ის არის, რომ გოლი მხოლოდ 26 წლის საშა მიოლდერსს გააქვს. “ჰოფენჰაიმი” ფსიქოლოგიურად მშვენივრად გრძნობს თავს, რადგან მე-2 ტურში “დაუმარცხებელი” “დორტმუნდი” გააკრა ბეჭებზე. სტუმრებს წამყვანი ფეხბურთელების მთელი წყება დააკლდებათ: იბიშევიჩი, ვუკჩევიჩი, ვაისი და იბერტსბერგერი.
“კიოლნის” თავკაცი სტოლე სოლბაკენი გუნდის უსახური თამაშით შეშფოთებულია. მან თავისი დამტვრეული გერმანულითა და ძალიან ცუდი აქცენტით როგორღაც გააგებინა “ბილდის” ჟურნალისტს, რომ ხანდახან ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალიც კი არ არსებობს. “თხებმა” 2 ტურში უკვე 8 გოლი გაუშვეს. “წითელ ეშმაკებს” შედარებით უკეთესი სტარტი გამოუვიდათ, მაგრამ კარგიო, ამ ცოდვას ვერ ვიტყვით – “ლაუტერნმა” ერთადერთი ქულა მოიპოვა. ვინ უფრო წყალწაღებულია შაბათ საღამოს გაირკვევა.
კვირას კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, ლიდერი “მაინცი” ევროპის ლიგაში შერცხვენილ “შალკეს” მიიღებს. თომას ტუხელს სვენსონი, სელაი და ჰელერი დააკლდებიან. “ხუმარებმა” “კიოლნთან” ლაღი გამარჯვების შემდეგ ფინურ ჰიკ-თან პირი შეირცხვინეს. რალფ რანგნიკს ფარფანი, ესკუდერო, მორიტცი და ჰოგლანდი არ ეყოლება. არ იქნება ლევან ყენიაც, მაგრამ მან ბოლოს როდის ითამაშა, ვეღარც ვიხსენებთ.
ბუნდესლიგის მეორე ლიდერი “ჰანოვერი” “ჰერტას” დახვდება. მირკო სლომკას გუნდი მხოლოდ გერმანიაში კი არა, ევროპის ლიგაზეც ყოჩაღობს - იან შლაუდრაფის დუბლით “სევილია” დაამარცხა. ამ გუნდებს ისეთი ფეხბურთელები ნამდვილად არ დაკლდებიან, რომელთა აღნიშვნაც რამე მნიშვნელოვან ცნობას შეგვმატებდა, ამიტომ ტურის წინა მიმოხილვას თქვენი ნებართვით აქ დავასრულებთ.
გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური
დღეს
აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
ბაიერნი-ჰამბურგი 17:30
დორტმუნდი-ნიურნბერგი 17:30
შტუტგარტი-ლევერკუზენი 17:30
ვერდერი-ფრაიბურგი 17:30
კიოლნი-კაიზერსლაუტერნი 20:30
ხვალ
მაინცი-შალკე 17:30
ჰანოვერი-ჰერტა 19:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"