რაული კარიერას შალკეში დაასრულებს

AutoSharing Option
რაულმა განაცხადა, რომ "შალკე" მის კარიერაში ბოლო კლუბი იქნება.

"გადავწყვიტე, კარიერა "შალკეში" დავასრულო. შემეძლო "რეალში" დარჩენა, ჟოზე მოურინიოს ამის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მე და ჩემმა ოჯახმა ატმოსფეროს გამოცვლა გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, იდეალური გადაწყვეტილება მივიღე. "შალკეს" მთელ ჩემს ენერგიას მოვახმარ და ფეხბურთის თამაშს ვალმოხდილი შევეშვები", - ამბობს "რეალის" ლეგენდა.

მას აღარ დაუკონკრეტებია, ბუცებს ლურსმანზე გელზენკირხენელებთან კონტრაქტის ამოწურვისთანავე, ანუ ორი წლის შემდეგ ჩამოკიდებს თუ "შალკესთან" თანამშრომლობას კიდევ გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული