საინტერესო იყო ლუის ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო დაპირისპირება. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მათი გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც პორტუგალიელმა გაიმარჯვა – "ინტერის" თავკაცის რანგში. ასე რომ, მოურინიომ "რეალში" ზუსტად იმით დაიწყო, რითაც "ინტერში" დაამთავრა. "რეალის" შემადგენლობაში ვიხილეთ ახალწვეულები – რიკარდო კარვალიო სამი ხედირა, პედრო
შეხვედრა კი მართლაც ისეთი გამოდგა, როგორიც ბეკენბაუერსა და ამ კლუბებს ეკადრებათ. მატჩის მე-7 წუთზე იკერ კასილასმა გაიბრწყინა, რომელმაც ჯერ ჰოლგერ ბადშტუბერის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, დამატებაზე კი თომას მიულერს არ გაატანინა. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ ძირითად დროში გოლის გატანა ვერავინ შეძლო და დაინიშნა პენალტების სერია, სადაც კვლავ კასილასის ჯერ დადგა. ბადშტუბერმა ამჯერად კი შეძლო "რეალის" კარის დალაშქვრა, მაგრამ სამაგიეროდ, სამეფო კლუბის გოლკიპერმა ჰამით ალტინტოპისა და ედსონ ბრააჰფეიდის დარტყმები მოიგერია და თავისიანებს ბეკენბაუერის თასი დაუბევა.
ბაიერნი-რეალი 0:0 პ. 2:4
ბაიერნი: ბუტი (46. კრაფტი) – იულიჩი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი (46. ბრააფჰეიდი), კონტენტო – ვან ბომელი (60. ოტლი), პრანიჩი (74. ჰაასი) – სოსა (60. შვაინშტაიგერი), მიულერი, რიბერი (60. ალტინტოპი) – კლოზე
რეალი: კასილასი – ს. რამოსი (58. ლ. დიარა), რ. კარვალიო, გარაი (44. ალბიოლი), მარსელო (85. დრენტე) – ხედირა, ხაბი ალონსო - პედრო ლეონი (58. დი მარია), კანალესი (58. ვან დერ ვაარტი), კ. რონალდუ – იგუაინი (59. ბენზემა)
პენალტები: 0:1 რონალდუ; 1:1 ბადშტუბერი; 1:2 ვან დერ ვაარტი; ალტინტოპი (მეკარე); 1:3 ხაბი ალონსო; 2:3 ოტლი; 2:4 ბენზემა; ბრააჰფეიდი (მეკარე)