ლიდერები დაისვენებენ

AutoSharing Option
ავსტრიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, რომლითაც გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ლიდერები, ბასტიან შვაინშტაიგერი, მესუთ იოზილი და მეკარე მანუელ ნოიერი დაითხოვა.

ტრიომ გერმანიის ნაკრების ბაზა უკვე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გუნდს პოლონეთში არ გაჰყვებიან - როგორც იცით, გერმანია ხვალ პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"ეს გადაწყვეტილება ჩემი კონცეფციის ნაწილია. ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა შესაძლებლობა მომეცემოდა, აუცილებლად დავასვენებდი იმ მოთამაშეებს, რომლებიც თავიანთ კლუბებში ყველა ტურნირში არიან ჩაბმულები და ისედაც გადატვირთული კალენდარი აქვთ. ახლა სწორედ ასეთი მომენტია,
პოლონეთთან კი ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოვცდი," - განაცხადა ლიოვმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთთან "შალკეს" მცველის, ბენედიქტ ჰიოვედესის თამაშიც საეჭვოა. ეს უკანასკნელი ავსტრიასთან დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს. მართალია, ბენედიქტმა გუშინ მსუბუქად ივარჯიშა, მაგრამ დიდი შანსია, რომ ლიოვმა პოლონეთთან მისი გამწესება აღარ გარისკოს. სამაგიეროდ, იოგიმ ნაკრებში "ლევერკუზენის" საყრდენი ნახევარმცველი ლარს ბენდერი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი დორტმუნდელი სვენ ბენდერის ტყუპისცალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული