ბაიერნში კარიერის ბოლომდე

AutoSharing Option
ფრანკ რიბერი იმაზე ოცნებობს, რომ ბუცები ლურსმანზე "ბაიერნის" ფეხბურთელის რანგში ჩამოჰკიდოს. ფრანგი ნახევარმცველი ამბობს, რომ ამჟამინდელ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და მის ღირსებას დიდი სიამოვნებით დაიცავდა საფეხბურთო კარიერის ბოლომდე.
"ბაიერნი" ჩემი ოჯახია. მას დიდი სიამოვნებით მივუძღვნი ჩემს კარიერას და ამაზე ერთი წამითაც არ ვინანებ. უბედნიერესი ვარ, რომ ბედმა აქ მოხვედრა მარგუნა", - აცხადებს რიბერი.

შორეული გეგმების გარდა, მან უახლოეს ამოცანებზეც ისაუბრა: "ჩვენმა გუნდმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პირადად ჩემთვის წარმატებული იყო. ტრავმებმა ძალიან გამაწამა და
ყველაზე მეტად იმაზე ვოცნებობ, ჯანმრთელობამ აღარ შემაწუხოს. თუ ასე მოხდა, გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ახალ სეზონში საუკეთესო რიბერის იხილავენ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგადია
From Fazisi
17:16 19-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული