საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს...

AutoSharing Option
მარტინ დემიკელისმა "ბაიერნიდან" წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა. არგენტინელ ცენტრალურ მცველს კლუბის შეცვლა დიდი ხანია, სურს, ხოლო მას შემდეგ რაც, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბურგთან" მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიუნხენში მომავალი აღარ აქვს.

"ამქვეყნად მარადიული არაფერია და ყველაფერს აქვს დასასრული. ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ წავალ. არ იქნება სწორი იმ კლუბში დარჩენა, სადაც აღარ სჭირდები", - ამბობს 29 წლის დემიკელისი, რომელიც "ბაიერნში" 2003 წელს "რივერ პლეიტიდან" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული