"კაიზერ ფრანცის" აზრით, ნაკრების ექსკაპიტანი ჯერჯერობით არ არის ისეთ სპორტულ ფორმაში, რომ მანშაფტს რამეში გამოადგეს.
"ბალაკი ფორმაში უნდა შევიდეს, რათა ნაკრებში დააბრუნონ. ამ მომენტისთვის კი მიხაელი ჩვეული სათამაშო კონდიციებისგან საკმაოდ შორსაა. თავის კლუბში ძალას თანდათანობით მოიკრებს და ნაკრებსაც გამოადგება. ბუნდესმანშაფტში ახლავე რომ დაბრუნდეს, პირადად ბალაკისთვის იქნება ცუდი", - განაცხადა ბეკენბაუერმა.