მიულერი იცნეს და არ დააჯარიმეს

AutoSharing Option
ტომას მიულერი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ გერმანული ფეხბურთის ახალ ვარსკვლავს სამშობლოში უკვე ყველა ცნობს და აფასებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავისი პოპულარობით თურმე პოლიციისგან დაჯარიმებასაც გადაურჩა.

აი, როგორ იყო საქმე: მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი თავისი ჩქაროსნული "აუდით" მიუნხენს მიემგზავრებოდა და ბავარიის მთავარი ქალაქის მისადგომებთან, ავტობანის დაიზენჰოფენის მონაკვეთზე დაშვებულზე მაღალი სიჩქარე განავითარა. გერმანელმა პოლიციელებმა წესების დამრღვევი ავტომობილი მყისვე გააჩერეს, მაგრამ როცა ძვირფასი "აუდის" საჭესთან ნაცნობი სახე დახვდათ, მოლბნენ და საყვარელი ფეხბურთელი დაუჯარიმებლად გაუშვეს.

"პოლიციელებმა ინსტრუქტაჟი ჩამიტარეს. მიცნეს და ორივე ძალიან თავაზიანი
იყო. მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. ამიხსნეს, მოძრაობის რომელი წესი დავარღვიე და გამიშვეს. მომავალში საჭესთან უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი ვიქნები", - თქვა მიულერმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
hi!!!
avend
18:50 07-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული