მან მუხლის ტრავმა ივლისის პირველ რიცხვებში მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. ვარჯიში ერთია, აი, როდის დაუბრუნდება ის თამაშს, პრესა ამას არ იუწყება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ვეზერშტადიონზე" 2010 წლის ივლისში "არსენალიდან" გადავიდა.
უიღბლო ბენდერი
"დორტმუნდის" 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა "არსენალთან" ვიცე-კაპიტან ტომას ვერმაელენთან შეჯახების შემდეგად უმძიმესი ტრავმები მიიღო. ფეხბურთელს ყბის ორმაგი მოტეხილობის გარდა მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი. მას იმდენად ძლიერი
ნახევარმცველი დორტმუნდში დღეს დაბრუნდება და მკურნალობას იქ განაგრძობს. წინასწარი გათვლით ბენდერი ყველაზე ადრე გუნდს მომავალი წლის მარტში თუ დაუბრუნდება.
ვესტფალიურ კლუბთან დაკავშირებით მეორე ინფორმაციასაც მოგაწვდით: კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაჯერებულმა თქვა, დარწმუნებული ვარ, მარიო გიოტცე მომდევნო სეზონსაც ჩვენთან დაიწყებსო.
შეგახსენებთ, რომ "სუპერმარიოს" ხელში ჩაგდება "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დაისახა მიზნად. 19 წლის გერმანელი ტალანტის ყიდვა "არსენალსაც" სურს.
რიბერი: ვან გაალი? არ მაინტერესებს
"ბაიერნის" 28 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ მისი ყოფილი დამრიგებელი ლუის ვან გაალი საკმაოდ უხეშად მოიხსენია. მას ჰოლანდიელი სპეციალისტის "აიაქსის" ტექნიკურ დირექტორად დანიშვნაზე ჰკითხეს აზრი, რაზეც მან ასე მიუგო: "გავიგე, რომ ვან გაალის "აიაქსში" მისვლის შემდეგ ყველას იქიდან გაქცევა უნდა. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ გულწრფელად თუ გაინტერესებთ, ფეხებზე მკიდია რატომაც არ უნდა ხდებოდეს. ვან გაალი ჩემგან შორსაა და ეს ძალიანაც მახარებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"