ზვონიმირ სოლდო: ბინძური ღორებივით!

AutoSharing Option
გერმანული "კოლნის" მთავარი მწვრთნელი ზვონიმირ სოლდო არ ცხრება. გასულ შაბათს, ბუნდესლიგის პირველ ტურში მისი გუნდი გერმანულ ელიტაში ახალდაბრუნებულ "კაიზერსლაუტერნთან" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა, რამაც მკაცრი ხორვატი ისე განარისხვა, რომ დღემდე ვერ დამშვიდებულა.

"კაიზერსლაუტერნთან" შეხვედრაში ჩემი ფეხბურთელების მიერ დაშვებულმა უამრავმა შეცდომამ სახელი მთელ გერმანიაში და მის საზღვრებს გარეთაც გამითქვა. ჩვენი უბედურება ისაა, რომ მეტოქესთან ბრძოლაში სტაბილურობას ვერ ვავლენთ. ხან ვიბრძვით, ხან არა. გარდა ამისა, ხსენებულ მატჩში ჩემი ფეხბურთელების ტაქტიკური მოქმედებებითაც ვარ უკმაყოფილო. დააკვირდით, მეტოქემ თამაშის წესები 20-ჯერ დაარღვია, მაშინ, როცა ჩვენ
მხოლოდ 10-ჯერ დავჯარიმდით. ასე არ გამოვა, ჩვენც ბინძური ღორებივით უნდა ვთამაშობდეთ!" – ლამის უყვირა ჟურნალისტებს გამძვინვარებულმა სოლდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული