გუშინ ტურინში დიეგუმ სამედიცინო შემოწმობა გაიარა და დღეს-ხვალ კონტრაქტსაც გააფორმებს. "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება 4-წლიანი იქნება, ხოლო "მგლები" "ბებერ ქალბატონს" 15 მილიონ
15:57 26-08-2010
ბებერი ქალბატონისგან - მგლებში
AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველი დიეგუ რიბაშ და კუნია, ან უბრალოდ – დიეგუ, კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. ეს ფეხბურთელი ზუსტად ერთი წლის წინათ გადავიდა "იუვეში". ტურინულმა გიგანტმა ბრემენის "ვერდერს" ბრაზილიელ პლეიმეიკერში 24 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ 25 წლის დიეგუმ თანდათანობით ჩვეული ფორმა დაკარგა და სერია A-ში რიხიანად დაწყებული სეზონი უსახელოდ დაასრულა. ფეხბურთელი ამბობდა, იტალიას ვერ შევეჩვიე და გერმანიაში დაბრუნება მსურსო. ჰოდა, სურვილი აუსრულდა კიდეც...
გუშინ ტურინში დიეგუმ სამედიცინო შემოწმობა გაიარა და დღეს-ხვალ კონტრაქტსაც გააფორმებს. "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება 4-წლიანი იქნება, ხოლო "მგლები" "ბებერ ქალბატონს" 15 მილიონ
ევროს გადაუხდიან. ამის გარდა, "იუვე" გერმანული კლუბისგან დამატებით 2 მილიონსაც მიიღებს, ოღონდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ვოლფსბურგი" მიმდინარე ბუნდესლიგურ სეზონს საჩემპიონთალიგო ადგილზე დაასრულებს.
გუშინ ტურინში დიეგუმ სამედიცინო შემოწმობა გაიარა და დღეს-ხვალ კონტრაქტსაც გააფორმებს. "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება 4-წლიანი იქნება, ხოლო "მგლები" "ბებერ ქალბატონს" 15 მილიონ
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული