გაგიკვირდებათ და წლეულს "შალკემ" გერმანიის ჩემპიონატის საშინაო მატჩებზე დასასწრებ ბილეთებზე გერმანიისთვისაც კი არნახული ფასი დააწესა – 50 ევრო. ფანების აზრით, ასეთი ფასი კლუბის დიდი სატრანსფერო ხარჯებითაა განპირობებული - რაულის, ხურადოს, ჰუნტელარის, პლესტანის გადაბირება სოლიდურ თანხას მოითხოვდა.
"ჩვენი ფანების კარგად მესმის. რა ამბავია 50 ევრო? ეს ადამიანები საფეხბურთო გულშემატკივრები არიან თუ "ჰუნტელარის სახელობის ფონდის" სპონსორები?" – ასეთი სარკაზმნარევი რეაქცია ჰქონდა დორტმუნდელ