"შალკეს" მთავარი მწვრთნელის ფელიქს მაგათის აზრით, მისი გუნდის ზედიზედ მესამე მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. შეგახსენებთ, რომ პარასკევს "ხუმარები" "ჰოფენჰაიმთან" გასვლით მატჩში დამარცხდნენ (0:2).
"მარცხის მიუხედავად, ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. "ჰანოვერსა" და "ჰამბურგთან" მატჩებთან შედარებით, აშკარად მოვუმატეთ. სასურველი შედეგის მიღებაღა დარჩა. მეორე ტაიმში უნდა გაგვეთანაბრებინა, მაგრამ შტარკემ შესაშური რეაქცია გამოავლინა, როცა ჰუნტელარის თითქოსდა აუღებელი თავური დარტყმა მოიგერია", - თქვა მაგათმა.
"შალკეს" ახალწვეული კლას-იან ჰუნტელ
არიც ოპტიმისტურადაა განწყობილი. "რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ "შალკეში" ჩემი სადებიუტო მატჩი გამარჯვებით აღინიშნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ვერ ვხვდები, როგორ მოიგერია შტარკემ ჩემი დარტყმა, თუმცა ეს უკვე წარსულია. ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ სხვა მატჩები გველის", - თქვა ჰოლანდიელმა.