ვოლფსბურგი საშინელ დღეშია

AutoSharing Option
გერმანული "ვოლფსბურგის" დამრიგებელმა სტივ მაკლარენმა აღიარა, რომ მისი გუნდი საშინელ მდგომარეობაშია და სეზონის სტარტის ჩაფლავების გამო დიდ წნეხსაც გრძნობს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის პირველობის სამი ტურის შემდეგ "მგლებს" აქტივი აბსოლუტურად "ცარიელი" აქვთ და ბოლოდან მესამე ადგილზე მხოლოდ იმის გამო იმყოფებიან, რომ ბურთების ბალანსი მათზე ავტორიტეტულ "შალკესა" და "შტუტგარტზე" უკეთესი აქვთ.

"წინათგრძნობა მქონდა, რომ მძიმე სტარტი გამოგვივიდოდა, მაგრამ ასეთ სირთულეებს ვერც წარმოვიდგენდი, - უთხრა ინგლისელმა მწვრთნელმა Sky Sports-ს, - მიჯრით სამი მატჩის წაგების შემდეგ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოვექეცით. პრაქტიკულად ყველა ჩვენი
ფეხბურთელი შესაძლებლობების ნახევარს ავლენს და ეს არა მსოლოდ დიეგუს ეხება. მაგალითად, სიმონ კიაერი უბრალოდ ცუდად თამაშობს. ვერ ვხვდები, რა ხდება. "ვოლფსბურგი" საშინელ დღეშია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული