მარიო გომესი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმისთვის გავედით, რომ გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
მარიო გომესმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარი გუნდური გამარჯვებებია და არა პირადი ბომბარდირული რეკორდები.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმისთვის გავედით, რომ იქ გავიმარჯვოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს "ჩელსი" კარგ სეზონს ატარებს თუ ცუდს.

ვიტყოდი, რომ ამ დროისთვის გამარჯვების თანაბარი შანსები გვაქვს, შემდეგ კი ვნახოთ.

ჩემპიონთა ლიგის და გერმანიის თასის ფინალის მოსაგებად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" ბოლო ოთხ შეხვედრაში დაგვამარცხა, ფინალი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და გამარჯვებული მხოლოდ ერთი გუნდი იქნება", - განაცხადა გომესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული