იურგენ კლოპი: დორტმუნდის "ბორუსიას" ოქროს დუბლის შესრულება სურს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ მის შეგირდებს 12 მაისს მიუნხენის "ბაიერნთან" გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა არ ექნებათ.

"არ ვფიქრობ, რომ მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვექნება. კლუბს ოქროს დუბლის შესრულების შანსი პირველად გაუჩნდა.

არც იმას ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოება "ბაიერნის" განწყობაზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს.

მიუნხენელების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ კარგია, რომ არც ჩვენს წინააღმდეგ თამაშია იოლი. ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი გველის, ერთმანეთს ხომ გერმანიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ხვდებიან", - აღნიშნა კლოპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული