"ამ შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. ვიცოდით, რომ ჩვენი გუნდი ბოლო დღეების დაძაბული ვარჯიშების შემდეგ გადაღლილი იქნებოდა. ურთიერთგაგებაც დაბალ დონეზე იყო, ხუთი გოლიც ამიტომ გავუშვით.
მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია და ახლა სწორი გაკვეთილის გამოტანაა აუცილებელი.
დღეს გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მათ გამოსასწორებლად ორი კვირა გვაქვს და ამის გამო არ ვღელავ", - განაცხადა ლიოვმა.