იოახიმ ლიოვი ევრო 2012-ზე მხოლოდ სამ ფორვარდს წაიყვანს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, იოახიმ ლიოვის ხელმძღვანელობით, ევრო 2012-ის საბოლოო განაცხადი წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ჰოლანდია, პორტუგალია და დანია იქნებიან.

საბოლოო სია ამგვარად გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), ტიმ ვიზე ("ვერდერი"), რონ-რობერტ ცილერი ("ჰანოვერი");

მცველები: ჰოლგერ ბადშტუბერი, ჯერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი (სამივე - "ბაიერნი"), ბენედიქტ ჰევედესი ("შალკე"), მატს ჰუმელსი, მარსელ შმელცერი ("ბორუსია", დორტმუნდი), პერ მერტესაკერი ("არსენალი", ინგლისი);

ნახევარმცველები: ლარს ბენდერი, ანდრე შიურლე ("ლევერკუზენი"), მარიო გიოტცე, ილკაი გიუნდოგანი (ორივე - "ბორუსია", დორტმუნდი), სამი ჰედირა, მესუთ იოზილი (ორივე –
"რეალი"), ტონი კროოსი, თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი ( "ბაიერნი"), მარკო როისი ("ბორუსია", მიუნხენგლადბახი);

თავდამსხმელები: მარიო გომესი ("ბაიერნი"), ლუკაშ პოდოლსკი ("არსენალი"), მიროსლავ კლოზე ("ლაციო", იტალია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული