ელჯერო ელია ოფიციალურად ბრემენის "ვერდერის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერმა" ტურინის "იუვენტუსის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის, ელჯერო ელიას შეძენის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 25 წლის ფეხბურთელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ელია "იუვენტუსში" 2011 წლის ზაფხულში მეორე გერმანული გუნდიდან - "ჰამბურგიდან" გადავიდა. 2011/12 წლების სეზონში მან სერია A-ს მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ჩემს პირველ ვარჯიშს მოუთმენლად ველი", - ასე შეაფასა ბრემენულ კლუბში გადასვლა ფეხბურთელმა საკუთარ "თვითერში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული