დიეგო უნომროდ, ნალდო კი ვოლფსბურგელია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ბრაზილიელ გამთამაშებელ დიეგოს "ვოლფსბურგში" მართლაც არ აქვს მომავალი.

დიეგო გუნდთან ერთად ვარჯიშობს და გუნდურ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ მას არ აქვს ნომერი.

"მგლების" თავკაცი ფელიქს მაგათი ამბობს, ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთო, მაგრამ ფაქტია, რომ ბრაზილიელი ერთადერთია, ვისაც მაისურზე არც ნომერი აწერია და არც გვარი.

ამასობაში ვოლფსბურგელებმა ნალდოს ტრანსფერი სრულყვეს. როგორც იცით, 29 წლის ბრაზილიელმა მცველმა, რომელიც "მგლებში" ბრემენის "ვერდერიდან" გადადის, პირველი სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა, რის გამოც ტრანსფერს ჩაშლის საფრთხე ემუქრებოდა.

19 ივლისს "ვოლფსბურგის" ექიმებმა ნალდოს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარეს და ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთეს. ცნობილია, რომ "ვერდერი" ნალდოს სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული