მიუნხენის "ბაიერნი" ლარს ბენდერით დაინტერესდა

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველით, ლარს ბენდერით მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა.

"მიგვაჩნია, რომ ლარს ბენდერს ჩვენს გუნდში მომავალი აქვს. თითოეულ მოთამაშეს თავისი ფასი აქვს.

თუ მოთხოვნილი თანხა ჩვენთვის მისაღები იქნება, სრულიად შესაძლებელია, ბენდერი "ბაიერნის" მაისურში ვიხილოთ", - განაცხადა მიუნხენელთა გენერალურმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

"ბაიერნმა" ბენდერს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც ბილბაოს "ატლეტიკმა" ჩავი მარტინესი 40 მილიონ ევროდ შეაფასა.

მიუნხენელები "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგითაც არიან დაინტერესებულნი.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული