მარიო გიოტცე: შესაძლოა, წინასწარმეტყველის თვისებებს ვფლობ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველს, მარიო გიოტცეს არასდროს უფიქრია, ფლობს თუ არა წინასწარმეტყველის თვისებებს.

გერმანელმა ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ ერთი წლის წინ თავის კლუბს მორიგი ჩემპიონის ტიტული უწინასწარმეტყველა.

"წინასწარმეტყველის თვისებები? რა გითხრათ, შესაძლოა, ნათელმხილველი ვარ. ჩვენი გამარჯვება მართლაც ვიწინასწარმეტყველე და ჩემი წინასწარმეტყველება ახდა", - განაცხადა გიოტცემ.

მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ, რომელიც ჩემპიონატში დორტმუნდელთა მთავარი კონკურენტია, გიოტცემ თქვა:

"ვკითხულობ, რომ "ბაიერნი" ახალი ფეხბურთელების შესაძენად მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ყველაზე კარგად ჩვენ ვიქცევით იმით, რომ ფსონს საკუთარ მოთამაშეებზე ვაკეთებთ. და ეს პოლიტიკა უცვლელი დარჩება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული