ოტმარ ჰიტცფელდი: თუ მიუნხენის "ბაიერნს" გაძლიერება სურს, დიდი ფული უნდა დახარჯოს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი დარწმუნებულია, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ახალი ფეხბურთელები არ სჭირდება.

მწვრთნელის აზრით, გერმანული გრანდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

"ბაიერნის" შემადგენლობა კარგადაა დაკომპლექტებული. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას მას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ თავდასხმის ხაზში მარტო მარიო გომესი ჰყავთ. ახლა ამ პოზიციაზე უკვე ალტერნატივა არსებობს. არც ნახევარდაცვის სიძლიერე იწვევს ეჭვს. ასე რომ, ახალი მოთამაშეების შეძენის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

"ბაიერნს" ახალი მოთამაშეები არ სჭირდება იმისათვის, რომ გუნდი შეავსოს. თუ მათ შემადგენლობის გაძლიერება მართლაც სურთ, დიდი ფულის დახარჯვა იქნება საჭირო", - განაცხადა ჰიტცფელდმა.

შეგახსენებთ, რომ ჰიტცფელდი "ბაიერნს" 1998-2004 და 2007-2008 წლებში ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული