"რა თქმა უნდა, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აგვეღო, მაგრამ "რეგენსბურგი" საკმაოდ ორგანიზებული გუნდი გამოდგა.
კარგია, რომ შესვენებამდე შევძელით გოლის გატანა, რადგან მეორე ტაიმში თამაში უფრო გაგვიადვილდა.
გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. სეზონის კარგი სტარტი გამოვიდა - გერმანიის სუპერთასი მოვიგეთ და პირველი სათასო მატჩიც. ახლა უკვე მზად ვართ ახალი სეზონისთვის ბუნდესლიგაში", - თქვა რობენმა.