ელჯერო ელია: ტურინის "იუვენტუსს" ჩემთვის "ფერარი" დაენანა

AutoSharing Option
ბრემენის ”ვერდერის” ჰოლანდიელმა ვინგერმა ელჯერო ელიამ ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"მას შემდეგ, რაც სკუდეტო მოვიგეთ, თითოეულმა მოთამაშემ 200 ათასი ევროს ოდენობის პრემია და ახალი "ფერარი" მიიღო. მე კი მსგავსი არაფერი მიმიღია. ბრემენის "ვერდერში" გადასვლის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო.

ამასთან, ანტონიო კონტე არასდროს მელაპარაკებოდა. ხუმრობა ხომ არ არის, მთელი წლის მანძილზე მას ჩემი მისამართით ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. სრულ იგნორირებას მიწევდა. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე მსგავსი არაფერი გამომიცდია", - განაცხადა ელიამ.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული