გელზენკირხენის "შალკესა" და მიუნხენის "ბაიერნის" მატჩის შემდეგ ფრანკ რიბერიმ აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. მოთამაშეები ორ ჯგუფად გაიყვნენ: ისინი, ვინც გელზენკირხენელთა წინააღმდეგ თამაშობდნენ, ველოსიპედებით დადიოდნენ, რის შემდეგაც ფიზიოთერაპევტებს მიაშურეს. დანარჩენები იუპ ჰაინკესთან ერთად მოედანზე იყვნენ დაკავებულნი.
გუნდთან ერთად იყო ფრანკ რიბერიც, რომელმაც ტრავმის გამო "შალკესთან" მატჩი გამოტოვა.
ამავე დროს, დავიდ ალბა ფიტნესის მწვრთნელ ტომას ვილჰელმთან ვარჯიშს აგრძელებს და სირბილითაა დაკავებული.