ევრო 2012-ის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრების დამარცხებით განრისხებულმა გულშემატკივრებმა ლიოვის გაშვებაზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ ნიერსბახი სპეციალისტის გათავისუფლებაზე არ ფიქრობს.
"იოახიმ ლიოვი კომპეტენტური, მიზანმიმართული, სერიოზული ადამიანია. ის იყო და რჩება ეროვნული გუნდისთვის იდეალურ მწვრთნელად.
არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე ვიმყოფებით. შეიგნეთ, რომ არ შეიძლება ყოველი ჩემპიონატის შემდეგ 15 ნაკრების მწვრთნელს ათავისუფლებდნენ და თანამდებობაზე მხოლოდ ერთს - გამარჯვებულს ტოვებდნენ", - განაცხადა ნიერსბახმა.