მარიო გომესი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი მარიო გომესი თავისი გუნდის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი კოჭის ტრავმას იშუშებს.

"გომესის მოედანზე გამოყვანას არ დავაჩქარებთ. გამოჯანმრთელება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარიმართოს. ვფიქრობ, ის ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ განაახლებს.

მოედანზე გომესი ნოემბერში უნდა გამოვიდეს", - განაცხადა მიუნხენის "ბაიერნის" ექიმმა ჰანს მიულერ ვოლფარტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული