"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ოპტიმალურ ფორმაში შევდივარ. "შალკეში" თამაში ძალიან მომწონს. ვფიქრობ, გუნდს არამარტო სარგებლობას მოვუტან, არამედ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც გავხდები.
თავისთავად, მწვრთნელს ამა თუ იმ საკითხზე ყოველთვის საკუთარი აზრი გააჩნია, ამიტომ საკუთარი მნიშვნელოვნება უშუალოდ საფეხბურთო მოედანზე ჩემთვის გამოყოფილ დროში უნდა დავამტკიცო.
იგივე ეხება ჰოლანდიის ნაკრებსაც. იქ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის მოთამაშეებს შორის დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც შენს გვერდით ჰოლანდიის საუკეთესო მოთამაშეები თამაშობენ"
მომზადებულია De Telegraaf-ის მიხედვით