ბირჰოფის აზრით, მომავალი შეხვედრის მასპინძლები ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებთან განცდილი მარცხისთვის შურისძიებას შეეცდებიან.
"მოუთმენლად ველი ამ თამაშს. ის ამხანაგური ხასიათისა არ იქნება, რადგან ასეთი მეტოქეების ურთიერთშეხვედრა გაცილებით მეტია. ჰოლანდიელებს შურისძიება სწყურიათ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხის გამო", - თქვა ბირჰოფმა.
ბუნდესგუნდის მენეჯერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთთან ფეხის დაცურება (4:4) გუნდის მომავალ მატჩებზე არ აისახება.
"გუნდმა