"ჩემთვის ეს პოზიტიური მატჩი იყო. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შვედეთთან შეხვედრის შემდეგ.
ამ მატჩს ძირითადის ბევრი მოთამაშე აკლდა, თუმცა ჩვენ დისციპლინირებულად გავისარჯეთ", - თქვა ლიოვმა.
ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ლუი ვან გაალმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი შეგირდები მეორე ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე პირველში.
"მეტოქეს ძალზე დიდ სივრცეებს ვუთმობდით, თუმცა ჩვენი კარის აღების შანსი
შესვენების შემდეგ მოვუმატეთ, დავეუფლეთ ბურთს და ვაიძულეთ მეტოქე, გახსნილიყო, რამაც ჩვენს შეტევებს განვითარების საშუალება მისცა", - თქვა "ნარინჯისფერთა" დამრიგებელმა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრებს ეს ნაკრებები 6 თებერვალს გამართავენ. ჰოლანდია - იტალიას, გერმანია კი საფრანგეთს გაეჯიბრება.