ვოლფგანგ შტარკი: "ბორუსიას" კარში დანიშნული პენალტი და გაძევება - ჩემი შეცდომაა

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი გერმანელი მსაჯი ვოლფგანგ შტარკი ახალ დავიდარაბაში გაეხვა.

შეგახსენებთ, ეს ის შტარგია, ამ გაზაფხულზე ბერლინის "ჰერტას" და დიუსელდორფის "ფორტუნას" სკანდალური მატჩის შემდეგ რომ თქვა, თამაშის შემდეგ მომხდარი აყალმაყალის დროს ლევან კობიაშვილმა ხელი დამარტყაო.

ამ ფაქტს თავად ქართველი ფეხბურთელი დღემდე კი უარყოფს, მაგრამ რა - ლევანს თავის გუნდში თამაში 2012 წლის ბოლომდე აკრძალული აქვს.

ახლა კი არბიტრმა აღიარა, რომ 8 დეკემბერს გამართულ ბუნდესლიგის მატჩში დორტმუნდის "ბორუსიასა" და "ვოლფსბურგს" შორის, მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნისა და მათივე მცველის მარსელ შმელცერის
გაძევებისას შეცდომა დაუშვა.

ბუნდესლიგის 16 ტურის შეხვედრა, რომელიც დორტმუნდში გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

თამაშის გადამწყვეტი მომენტი 35-ე წუთზე შტარკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, როდესაც მან "ბორუსიას" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა და თან, ხელით თამაშისთვის შმელცერი გააძევა. ამ დროისთვის ანგარიში იურგენ კლოპის შეგირდების სასარგებლოდ 1:0 იყო.

"მოგვიანებით ვნახე ეს მომენტი და მივხვდი, რომ სამწუხაროდ, შეცდომა მომივიდა. ვწუხვარ, ეს არ უნდა მომხდარიყო. ის პენალტიც და გაძევებაც - ჩემი შეცდომებია", - თქვა მოგვიანებით შტარკმა.

ბუნდესლიგის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ შმელცერის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას გაუუქმებენ, თუმცა დორტმუნდელებისთვის ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილში მდგომარეობის თვალსაზრისით, ვერაფერი ნუგეშია.

ამ მარცხის შემდეგ "ბორუსია" ჩემპიონატის ლიდერ მიუნხენის "ბაიერნს" უკვე 14 ქულით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: სრული კონცენტრაცია ბუნდესლიგაზე
ხორვატია განრისხდა: ვოლფგანგ შტარკმა გაგვაგდო!
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
ლევან კობიაშვილი გერმანიაში ფეხბურთიდან 2012 წლის ბოლომდე მოკვეთეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული