8 დეკემბერს ბავარიელებმა მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლიეს. თომას მიულერმა ანგარიში 39-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა, მარიო გომესმა კი 63-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იუპ ჰაინკესი:
"მატჩის წინ საკმაოდ ნათლად ავუხსენი ჩემ გუნდს, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა და მძიმე სამუშაოს ჩატარება დაგვჭირდებოდა.
მატჩის პირველ ნახევარში "აუგსბურგი" საკმაოდ მიზანმიმართულ და დალაგებულ თამაშს აჩვენებდა. მეტოქე კარგად ახორციელებდა პრესინგს და შედეგად ჩვენ შეტევაში პრობლემები გვქონდა.
პირველი გოლის შემდეგ
ფილიპ ლამი:
"ვცდილობდით, "აუგსბურგისთვის" ინიციატივა არ დაგვეთმო. თავიდან გვინდოდა, რომ გუნდურად გვემოქმედა, მაგრამ არ გამოგვივიდა. თუმცა, თამაშის პირველ ნახევარში ჩვენ მაინც უკეთესად გამოვიყურებოდით.
პირველი გოლი კანონზომიერი იყო, რადგან გატანის უკეთესი შანსები გვქონდა".
მარიო გომესი:
"აუგსბურგს" 8 ქულა კი აქვს, მაგრამ თავის მოედანზე კარგად თამაშობს - ამაში დღესაც დავრწმუნდით.
ასეთი მატჩები აუცილებლად უნდა მოგო, თუკი ჩემპიონობა გინდა".
თომას მიულერი:
"სანამ გატანას ვახერხებ, გუნდში პირველი პენალტისტი მე ვიქნები. ბოლო თამაშებში ყველაფერი გამომდის".
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: სრული კონცენტრაცია ბუნდესლიგაზე