რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბოსრუსიის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა.

პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2014 წლამდე მოქმედებს, ხოლო ახალი ხელშეკრულების გაფორმება ლევანდოვსკის არ უნდა.

გამომდინარე აქედან კლუბი იძულებულია ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენოს.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის გადაბირება ინგლისისა და იტალიის ტოპ-კლუბებს სურს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 22 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

"როგორ უნდა გვეთქვა უარი მის ტრანსფერზე, როცა არანაირი შეთავაზება არ მოსულა? არ ვიცით, რომელ კლუბში გააგრძელებს ლევანდოვსკი კარიერას, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ
ზაფხულში ის "ბორუსიას" დატოვებს",
- თქვა ცორკმა.

მომზადებულია Spox-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული