იურგენ კლოპი: ლევერკუზენში ნამდვილი ტოპ-მატჩი გველის

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის XX ტურის შეხვედრა, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის 3 თებერვალს უნდა გაიმართოს, დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა უმაღლესი დონის კატეგორიას მიაკუთვნა.

ლევერკუზენელები დორტმუნდელებს უმასპინძლებენ და შეიძლება ითქვას, ბრძოლა ბუნდესლიგაში მეორე ადგილისთვის გაჩაღდება. ამ დროისთვის გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ქულაა - "ბაიერის" სასარგებლოდ, თუმცა კლოპი ამბობს, რომ აქ საქმე მხოლოდ სატურნირო ცხრილში არაა.

"წინ ნამდვილი ტოპ-მატჩი გველის. პირველ წრის დაპირისპირებას მსგავსი სტატუსი არ ჰქონდა, რადგან მაშინ ჯერ სეზონის სტარტი იყო, ახლა კი ნაღდად უმაღლ
ესი დონის შეხვედრა გველის.


და ეს არამხოლოდ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით. აქ მთავარი მეტოქე გუნდების ხარისხი და ძალაა", - მიიჩნევს კლოპი.

მართალია, პირველი წრის მატჩში დორტმუნდელებმა 3:0 გაიმარჯვეს, თუმცა გერმანიის ჩემპიონთა მწვრთნელი აღიარებს, რომ "ბაიერისადმი" ყოველთვის პატივისცემითაა განმსჭვალული.

"სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ისეთი განცდა, რომ ვიფიქრო: "რა კარგია, ეს ხომ ის ლევერკუზენია!"

სინამდვილეში წინ უმძიმესი თამაში გველის. ალბათ ნახავდით მათ ბოლო შეხვედრას "ფრაიბურგთან". ეს უმაღლესი დონის დაპირისპირება იყო",
- აცხადებს დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი.

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ვინაა მიუნხენის "ბაიერნის" რეალური მდევარი?
იურგენ კლოპი: "ბორუსიას" ჩემპიონობაზე ფიქრი სასაცილოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული