ული ჰიონესი: გვარდიოლა მიუნხენში ბევრ ფულს იშოვის, მაგრამ ინგლისში უფრო მეტს იშოვიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ხოსეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის ზოგიერთი დეტალი გაახმაურა.

"გვარდიოლას პირადად ვ
ხვდებოდი ნიუ იორკში 18 დეკემბერს. მასთან სახლში მივედი და 2 წუთის შემდეგ უკვე ახლობლებივით ვლაპარაკობდით. კონტრაქტი თან მქონდა და ორსაათიანი საუბრის შემდეგ მკითხა: "ახლავე მოვაწერო?" მე ვუთხარი, რომ კარგი იდეა იყო და მან მოაწერა.

გვარდიოლა ძალიან ღია ადამიანია. მას ჩემთან და რუმენიგესთან არანაირი პრობლემა
არ ექმნება. გარანტიას გაძლევთ, რომ მის სამუშაოში არ ჩავერევით.

პეპი მიუნხენში ბევრ ფულს იშოვის, მაგრამ ინგლისში უფრო მეტს იშოვიდა. რატომ აირჩია "ბაიერნი"? კლუბის
ფილოსოფიის გამო, რომელიც რაღაცით ჰგავს "ბარსელონას" ფილოსოფიას.

რომელ ესპანელ ფეხბურთელებს დავიმატებდი? ანდრეს ინიესტას და ხორდი ალბას, მაგრამ ისედაც კარგი ფეხბურთელები გვყავს კლუბში.

ვფიქრობ, "რეალიდან" და "ბარსელონადან" მაქსიმუმ ორ-ორი ფეხბურთელი თუ მოხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში",
- თქვა ჰიონესმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
კარლ-ჰაინც რუმენიგემ პეპთან საიდუმლო შეხვედრის დეტალები გაამხილა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული