ბასტიან შვაინშტაიგერი ჯერჯერობით ორჭოფობს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს ძალიან უნდათ, რომ 2012 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუგრძელონ, რადგან ეშინიათ, რომ შვაინშტაიგერს დაკარგავენ, მაგრამ ბასტიანი ბავარიული გრანდის ბოსებს ანერვიულებს. „ბილდის“ ინფორმაციით, შვაინიმ რეკორდმაისტერის შეფებს შეატყობინა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილებას წელს ვერ მიიღებს. ასე რომ, „ბაიერნი“ შვაინშტაიგერის პასუხს გაზაფხულზე უნდა ელოდოს.
ბასტიანს მიაჩნია, რომ საჩქარო არაფერია, რაც ხელმძღვანელებს ძალიან არ მოსწონთ. შვაინი არ მალავს, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და სწორედ ამიტომ უნდა, უახლოეს მომავალში გუნდის განვითარებას დააკვირდეს და გაიგოს, რამდენად
„ბილდის“ ცნობით, შვაინშტაიგერი ბოსებთან მოლაპარაკებებს მეორე წრის დაწყების შემდეგ განაახლებს. მან იცის, რომ ზაფხულშივე შეუძლია „ბაიერნიდან“ წასვლა, რადგან თუ კონტრაქტი არ გააგრძელა, მიუნხენელები იძულებულები გახდებიან, ზაფხულში გაყიდონ, რათა მისგან უკანასკნელი, ფინანსური სარგებელი მაინც ნახონ, თორემ 2012 წელს შვაინშტაიგერი უკვე უფასო იქნება. და როგორც ჩანს, შვაინი მართლაც ელოდება „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ჩელსის“, „რეალის“ და სხვა სუპერგრანდების შეთავაზებებს.
თუმცა „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი სიმშვიდეს ინარჩუნებს, შარშან რიბერის გადაბირებასაც ბევრი ცდილობდა, მაგრამ ხომ ნახეთ, რაც გამოუვიდათო. რიბერიმ მაისში „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა და მას მერე, წელიწადში 10 მილიონ ევროს იღებს. შვაინშტაიგერის ხელფასი დღესდღეობით 6 მილიონია. ჰიონესის თქმით, „ბაიერნი“ არც შვაინის შემთხვევაში დაწვრილმანდება, რადგან მიუნხენში ყველამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია ბასტიანი რეკორდმაისტერისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"