მანუელ ნოიერი მიუნხეის "ბაიერნს" უბრუნდება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი სათამაშოდ მზად უკვე ამ კვირას იქნება. ამის შესახებ გუნდის მთვარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ნოიერმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გერმანიის სუპერთასის მატჩი გამოტოვა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

ერთ-ერთ ვარჯიშზე ნოიერმა კუნთებში ტკივილი იგრძნო და იძულებული იყო მოკლევადიანი სარეაბილიტაციო კურსი გაევლო.

ახლა კი გვარდიოლა აცხადებს, რომ გოლკიპერი "აუდის თასის" მატჩებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

"მანუელს მცირე ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა ის სათამაშოდ მზადაა. ის "აუდის თასზე" ითამაშებს", - თქვა გვარდიოლამ.

31 ივლისს "ბაიერნი" "სან-პაოლოს" შეხვდება,
პარალელურად კი "მილანი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. 1 აგვისტოს ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები გაიმართება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული