კევინ-პრინს ბოატენგი: არ მგონია, რომ კლოპის ნათქვამი სასაცილო იყო

AutoSharing Option
გელზერკიხენის "შალკეს" ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც ფეხბურთელის არჩევანი არ მოიწონა.

იურგენ კლოპი: ბოატენგი კარგი ბიჭი იყო, სანამ "შალკეში" გადავიდოდა

"ბევრს კლოპის სიტყვები სასაცილოდ მოეჩვენა, მაგრამ არ მგონია, ისინი სასაცილო ყოფილიყო.

"ბორუსიაში" თამაშის დროს კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, ამიტომ ჩემგან მასზე ცუდ სიტყვებს ვერ გაიგებთ, მაგრამ მისმა სიტყვებმა გამაკვირვა.

"მილანიდან" გამგზავრების წინ სილვიო ბერლუსკონის ვესაუბრე. ის ძალიან კარგი ადამიანია და მითხრა, რომ ჩემი შენარჩუნება სურს",
- თქვა ბოატენგმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული