ხოსეპ გვარდიოლა: რაც "ბაიერნში" ვარ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი "ბაი-არენაზე" შედგა, რომელშიც "ლევერკუზენმა" და ჩემპიონმა "ბაიერნმა" ფრედ 1:1 ითამაშეს.

29-ე წუთზე ფრანკ რიბერის ჩაწოდების შემდეგ ტონი კროოსმა გაიტანა.

მაგრამ 2 წუთში მასპინძლებმა გაქვითეს, ეს სიდნი სემმა გააკეთა.

"ბაიერნი" 20 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მერე მოდის "დორტმუნდი" და "ლევერკუზენი" - 19-19 ქულა.

სამი ჰიიპია (ლევერკუზენი): "ჩვენ დღეს ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ცხადი იყო, რომ წინ ბევრი მომენტი არ გვექნებოდა. ამიტომ ამ ერთი ქულითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ".

პეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "კარგად კი არა ძალიან კარგად ვითამაშეთ.
სამწუხაროდ, მეტოქის კარში 27 დარტყმის მიუხედავად ვერ მოვიგეთ, მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მინდა ვთქვა, რომ, რაც "ბაიერნში" ვარ, ეს საუკეთესო თამაში იყო ჩვენი"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული