კარლო ანჩელოტი: კრიშტიანო რონალდო სხვა პლანეტიდანაა [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "სოსიედადთან" (5:1) ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იდეალური პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ძალიან კარგად ვთამაშობდით, ეფექტურად და სწრაფად ვმოქმედებდით.

მეორე ტაიმში ტემპს მოვუკელით და დაცვაში პრობლემები გაგვიჩნდა.

ეს სასტარტო შემადგენლობა კარგად თამაშობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშვენიერი ფეხბურთელები გვყავს: დი მარია, ისკო და რამოსი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთელები ძირითადი შემადგენლობის არ არიან.

კრიშტიანო რონალდო სხვა პლანეტიდანაა, ის დაუჯერებლად კარგად თამაშობს. მიჭირს სიტყვების მოძებნა, რომ მისი თამაში დავახასიათო",
- თქვა ანჩელოტიმ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული